Wednesday, January 30, 2013

ქართული სამზარეულო და სუფრის ტრადიციები

  ქართული ტრადიციული სამზარეულო ერთ-ერთი უმდიდრესია მთელს მსოფლიოში. ეროვნული ტანსამლისაგან განსხვავებით, ქართული სამზარეულო არა მარტო შენარჩუნებული იქნა, არამედ ფართოდ გავრცელდა საქართველოს ფარგლებს გარეთაც.
წარსულში საქართველოს ცალკეული კუთხეების სამზარეულოებს შორის საგრძონი განსხვავება იყო. ამჟამად ეს განსხვავება თითქმის აღარ არის და ნებისმიერ კუთხეში ფართოდ გავრცელდა ის კერძები, რომლებიც ადრე დამახასიათებელი არ იყო.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარის რაიონებში ძირითადად ხორბლის პურს აცხობდნენ (შოთი, ლავაში), მთაში კი ქერის ხმიადა|ხმიადებს. დასავლეთ საქართველოში ხორბლის მაგივრობას სიმინდი ასრულებდა და ამიტომ მოსახლეობის ძირითადი საკვებიც მჭადი (იმერეთი, გურია) ან ღომი (სამეგრელო, აფხაზეთი) იყო. დასავლეთ საქართველოში ძირითადად სულგუნი და იმერული ყველია მიღებული, აღმოსავლეთ საქართველოში კი - გუდის ყველი.
დასავლეთ საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული მრავალფეროვანი მცენარეული საკვები, რომლებიც ნიგვზითა და სანელებლებითაა შეზავებული (სხვადასხვა ფხალეული). აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობის კვების რაციონში კი ხორცს უფრო დიდი ადგილი უკავია.
როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ფართოდ გავრცელებულია ლობიო, ხაჭაპური, ხინკალი, თევზეული, მწნილი და სხვადასხვა საწებლები. მთავარი სასმელი საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში ღვინოა. მხოლოდ მაღალმთიან პროვინციებში, სადაც ვენახები არ არის, ღვინოს არაყი და ლუდი ცვლის.
ქართული სუფრის ტრადიციები მკაცრ წესრიგს ემორჩილება. თამადა და სადღეგრძელოები სუფრის აუცილებელი ელემენტებია საქართველოს ნებისმიერი კუთხისათვის. სადღესასწაულო სუფრა ასევე წარმოუდგენელია სიმღერის, ცეკვისა თუ ხუმრობების გარეშე. სადღეგრძელოების თანმიმდევრობა თამადაზეა დამოკიდებული, თუმცა გარკვეული ტრადიციები ჩამოყალიბებულია და განსხვავებებიც შეინიშნება სხვადასხვა პროვინციებს შორის. გურიაში მაგალითად, პირველი სადღეგრძელო მშვიდობისაა, კახეთში კი ოჯახის ჭერს დალოცავენ ხოლმე. აღმოსავლეთ საქართველოში ბოლო სადღეგრძელო საყველაწმინდოა, თუშეთსა და ფშავ-ხევსურეთში კი სუფრაზე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ წინაპრებისა და გარდაცვლილთა მოგონების სადღეგრძელოებს.

საქართველოს მიწის ბარაქა

 საქართველო ოდითგანვე მიწათმოქმედთა და მესაქონლეთა ქვეყანა ყოფილა, მაგრამ მათი მშვიდობიანი შრომა ხშირად წყდებოდა უთვალავი მტრის მოულოდნელი შემოსევებით, რომლებისთვისაც იბერიელთა ქვეყანა ყოველთვის გემრიელი ლუკმა იყო. მძიმე და მწარე ხვედრი ერგო ქართველ გლეხს : მას ცალ ხელში თოხი ან ნამგალი ეჭირა, მეორეში კი ხმალი ან თოფი. ასე გრძელდებოდა საუკუნეთა მანძილზე. უცხოელი მოგზაურები და მწერლები : შარდენი, დიუმა, გასული საუკუნის ბევრი რუსი ავტორი. ქართველთა ყოფასა და ზნეჩვეულებებსა რომ აღწერდნენ, აღნიშნავდნენ, ქართველი გლეხის ამ თავისებურებებს. საქართველოს საერთო საკავშირო დოვლათში შეჰქონდა წარმოებული ციტრუსების 100 პროცენტი. ჩაის 95 პროცენტი. ყურძნის 13 . დიდძალი ხილი და ბოსტნეული, სახელგანთქმული სამარკო ღვინოები, შამპანიურები, კონიაკები , გემრიელი ხილის კონსერვები. ძვირფასი ჯიშის თამბაქო, იშვიათსახეობთა ეთერზეთოვანი კულტურები. საქართველოში ამ მტაგორიან ქვეყანაში ძალზე ცოტაა დასამუშავებლად ვარგისი მიწა. საუცრად მდიდარია ბუნებრივი კონტრასტებით კავკასიის ეს კუთხე : სოფლის მეურნეობას მისდევენ მესხეთ - ჯავახეთშიც. ზღვის დონიდან ორი ათას მეტრზე მეტ სიმაღლეზე. სადაც ზამთრობით 30 გრადუსამდე ყინვაა, გაზაფხულის სუსხი კი ზოგჯერ ივნისამდე გრძელდება. და კოლხეთის დაბლობზეც, რომელიც ზოგან ზღვის დონეზე დაბალია, ზღვისპირა აჭარაშიც სადაც წელიწადში ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მეტი ნალექი მოდის და შირაქის ნახევრად უდაბნო ზონაშიც. დიახ მრავალფეროვანია საქართველოს კლიმატი, დასავლეთში ჰავის ჭირვეულობას რელიეფის თავისი, ბუნებაც ემატება, სწორედ რელიეფი, რომელსაც ყოველი მხრიდან მთები არტყია, ამიტომ აქ ხშირია წყალდიდობები, დიდი ზიანი მოაქვს წყლის მიერ ეროზიას. აღმოსავლეთ საქართველოში კი, რომელიც დასერილია ღრმა კანიონებათ, წყლისმიერთან ერთად ქარისმიერი ეროზიასაც მოქმედებს. რთული ვერტიკალური ზოლიანობა დიდ სიძნელეებს იწვევს კონტურების განლაგებაში. თესვასა და მოსავლის აღების ვადებს. ამის გამო ბარის რაიონებში საგაზაფხულო თესვა მარტ - აპრილში იწყება, მთიანეთში კი მაისში და ზოგჯერ ივნისის მიწურულამდე გძელდებოდა წლების მანძილზე მნიშვნელოვნად შეიცვალა რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის დარგობრივი სტრუქტურა. მკვეთრად გადიდდა ძვირფასი ნარგავების, ჩაის, ყურძნის, ციტრუსა და ხეხილის ხვედრითი წილი. საქართველოს სოფლის მეურნეობას თავისებურებას ანიჭებს შექმნილი მძლავრი სუბტროპიკული მეურნეობა. ჩაი, ლიმონი. მანდარინი, ფორთოხალი, ფეიხოა, ხურმა, კარალიოკი, ზღმარტლი, ზეთისხილი, ბროწეული, ლეღვი, ეთერზეთოვანი და სამკურნალწამლო მცენარეებები. აი არც თუ სრული ნუსხა . აქაური ჰაერი გაჟღენთილია აყვავებული ეგზოტიკური მცენარეების სურნელებით, თვალს ხიბლავს სხვადასხვა ელფერის სიმწვანე, რომელიც სუბტროპიკებისთვის თოვლიანობის დროსაც კი არ იცვლება. საქართველოს შავი ზღვის პირეთში იშვიათია, მაგრამ არაერთხელ დაჰკრავს ხოლმე ყინვა. ყინვა კი თერმომეტრის სვეტის ნულს ქვემოთ სულ რამდენიმე ხაზითაც რომ დაეცეს, დაღუპვას უქადდის სითბოს მოყვარულ კულტურებს. – ჩაის და ციტრუსებს.
ამისთვის საჭირო გახდა ხანგრძლივი და გულმოდგინე მუშაობა სელექციონერებებისა, რომლებმაც შექმნეს ყინვაგამძლე ჯიშის ჩაი, ლიმონი, მანდარინი, ფორთოხალი, და სხვა სუბტროპიკული კულტურები. აგრონომების და აგროქიმიკოსებისა, რომლებმაც შეიმუშავეს ამ კულტურების მოყვანის ოპტიმალური რეჟიმი. ისევე როგორც ძველად საქართველოს სოფლის მეურნეობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მეცხოველეობას . იქმნება მეცხოველეობის მსხვილი კომპლექსები, უმჯობესდება სანაშენე საქმე, მატულობს წველადობა, იზრდება ხორცისა და მატყლის წარმოება. უმჯობესდება საკვები ბაზა დაჩქარებული ტემპით ვითარდება მეფრინველეობა და მეღორეობა. ჩვენ გაგაცანით თუ რა სწრაფი ტემპით ვითრდება და რა წარმატებებს მიაღწია რესპუბლიკაში სოფლის მეურნეობამ. ამ ჩამონათვალიდან დაწვრილებით ინფორმაციას და ფოტო სურათების მიმოხილვას გთავაზობთ მკითხველს და ტურისტებს რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამ ულამაზესი კუთხის დათვალიერებით.

Tuesday, January 29, 2013

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ისტორია

           თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი 2000 წელს დაარსდა. პირველი ორი წლის განმავლობაში ის ხელოვნების ფესტივალის "საჩუქრის" ფარგლებში ტარდებოდა, რომელსაც ბევრი სპონსორი და მხარდამჭერი ჰყავდა და, შესაბამისად, კინოფესტივალის პროგრამაც ძალზე მრავალფეროვანი და საინტერესო იყო. კინოფესტივალის მთავარი მიზანია, მაყურებელს გააცნოს მსოფლიო და ქართული კინემატოგრაფიის ახალი, მაღალი მხატვრული ღირებულების მქონე ნამუშევრები, მსოფლიო კინოს ახალი ტენდენციები და ხელი შეუწყოს ქართული კინოინდუსტრიის განვითარებას.

ქართული კინო

ქართული კინემატოგრაფია საფუძველს XX საუკუნის დასაწყისში იღებს და მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის, როგორც ქართული კულტურის, ისე ევროპული კინემატოგრაფიის განვითარებაში. სხვადასხვა დროს ქართული კინემატოგრაფიის გამორჩეული წარმომადგენლები იყვნენ და არიან ნიკოლოზ შენგელაია, მიხეილ ჭიაურელი, ოთარ იოსელიანი, სიკო დოლიძე, კოტე მიქაბერიძე, თენგიზ აბულაძე, რევაზ ჩხეიძე, ალექსანდრე რეხვიაშვილი, ელდარ და გიორგი შენგელაიები, რეზო ესაძე, მერაბ კოკოჩაშვილი, ნანა მჭედლიძე, ლანა ღოღობერიძე, ნანა ჯორჯაძე, მიხეილ კობახიძე, გოდერძი ჩოხელი, თემურ ბაბლუანი და სხვანი. ქართული კინოს ერთ-ერთი უდიდესი თაყვანისმცემელი იყო იტალიელი კინორეჟისორი ფედერიკო ფელინი: "ქართული კინო უჩვეულო ფენომენია, სპეციალური, ფილოსოფიური ნათება, რთული და ამავე დროს ბავშვურად წმინდა და უმანკო. მასში ყველაფერია, რაც მე მატირებს და მინდა გითხრათ, რომ ეს (ჩემი ატირება) არც ისე ადვილია".

თეატრები.მუზეუმები

     თბილისი რესპუბლიკის უდიდესი თეატრალური ცენტრია. აქ არის ზ. ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრი, შოთა რუსთაველისა და კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური დრამატული თეატრები, ა. გრიბოედოვის სახ. რუსული და ს. შაუმიანის სახ. სომხური დრამატული თეატრები, ვ. აბაშიძის მუს. კომედიის თეატრი, მოზარდ მაყურებელთა ქართული და რუსული თეატრები, მეტეხის ახალგაზრდული თეატრი-სტუდია, თოჯინების ქართული და რუს. თეატრები, მინიატურების სახელმწიფო თეატრი, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ თეატრალური სახელოსნო, პანტონიმის თეატრი, ცირკი, ფილარმონია, კინოსტუდია „ქართული ფილმი“; საქართველოს თეატრალური საზოგადოება, საქართველოს კომპოზიტორთა, მხატვართა და არქიტექტორთა კავშირები.





  1979-თვის თბილისში იყო ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი, მისი ფილიალი საქართველოს ხალხთა მეგობრობის მუზეუმი; საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, მისი ფილიალები: მ. თოიძის, ე. ახვლედიანის, ი. ნიკოლაძის სახლ-მუზეუმები; საქართველოს თეატრის, მუსიკისა და კინოს სახელმწიფო მუზეუმი. მისი ფილიალები: უ. ჩხეიძის, მ. ჭიაურელის, თ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმები; თბილისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი; ავლაბრის სტამბა; საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი; ქართული ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმი; გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმი; ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი; ბავშვთა სათამაშოების მუზეუმი; სურათების სახელმწიფო გალერეა; ბავშვთა სურათების გალერეა; ი. ჭავჭვაძის, ზ. ფალიაშვილის, ი. გამრეკელის, ა. ხორავას სახლ-მუზეუმები და სხვა.

თბილისის დაარსება

არქეოლოგიური გათხრებით დასტურდება, რომ თბილისის ტერიტორია დასახლებული ყოფილა ჯერ კიდევ ძვ. წ. IV ათასწლეულში. უძველესი წყაროსეული მოხსენიება განეკუთვნება IV საუკუნის II ნახევარს, როცა ამ ადგილებში მეფე ვარაზ-ბაკურის დროს ციხე ააგეს. IV საუკუნის დასასრულს თბილისი სპარსეთის მოხელის — პიტიახშის რეზიდენცია გახდა. V საუკუნის შუა წლებიდან კვლავ ქართლის მეფეთა ხელში გადავიდა. ვახტან გორგასალმა აღადგინა და გააშენა, ამიტომ იგი მიჩნეულია ქალაქის დამაარსებლად. ზოგიერთი ისტორიკოსის მტკიცებით მეფე ვახტანგ გორგასალი (რომელიც V საუკუნის მეორე ნახევარში მეფობდა) სინამდვილეში ქალაქის აღორძინებასა და აღმშენებლობაშია პასუხისმგებელი, მისი დაფუძნების ნაცვლადლეგენდის თანახმად, თბილისის ტერიტორია ტყით ყოფილა დაფარული, ქართველ მეფეს ნადირობის დროს შველი დაუჭრია, შველი ცხელ წყაროში განბანილა და განკურნებული გაქცევია მონადირეებს. ცხელი
     წყლის სამკურნალო თვისებებისა და ადგილის ხელსაყრელი მდებარეობის გამო მეფეს ტყე გაუკაფავს
და ქალაქი გაუშენებია. „თბილისი“ — „თბილი“ (ძვ.ქართულად „ტფილი“) მინერალური წყაროების გამო
უწოდეს ქალაქს. შემდგომში ამ ადგილზე გოგირდისაბანოები გაშენდა. აღნიშნული ადგილი თბილისის
ისტორიული უბანი — აბანოთუბანი

არქიტექტურა მაღალმთიან რეგიონებში

ქართული არქიტექტურა დიდი მრავალფეროვნებითა და თავისებურებით გამოირჩევა. საქართველოს ყოველ კუთხეს თავისი დამახასიათებელი არქიტექტურული სტილი ჰქონდა და საცხოვრებელი სახლებიც მხარეების მიხედვით მკვეთრად განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. ეს განსხვავება ახლა თანდათან მცირდება: საქართველოს ყველა რაიონში ფართოდ გავრცელდა ევროპული სტილი. მიუხედავად ამისა, განსხვავება მთისა და ბარის რაიონებს, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს შორის მაინც საგრძნობია.

 აღმოსავლეთ საქართველო სოფლები უფრო კომპაქტურია და მჭიდროდაა დასახლებული. ეზოები აქ პატარაა და ამიტომ დასამუშავებელი მიწები სოფლის გარეთაა. დასავლეთ საქართველოში საკარმიდამო ნაკვეთები გაცილებით დიდია და საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობებიც ერთადაა. საცხოვრებელი სახლები სხვადასხვა ეთნოგრაფიულ პროვინციებში მეტად განსხვავებულია. სვანეთსა და აღმოსავლეთ კავკასიონის კუთხეებში (თუშეთში, ფშავ-ხევსურეთში) უმეტესად ქვისა და ფიქლის ციხე-სახლებია. ამასთან განსხვავება საკმაოდაა სვანური და თუშურ-ხევსურული კოშკების არქიტექტურაშიც. ამავე რეგიონებში გვხვდება 2-4 სართულიანი ჩარდახიანი სახლები, აგრეთვე ერთსართულიანი ქვითკირის სახლები მიწის ბრტყელი სახურავით (ძირითადად ფშავ ხევსურეთში). ფიქლით აშენებული სახლები, როგორც წესი, მშრალი (დუღაბის გარეშე) წყობისაა

დასავლეთ საქართველოში მაღალი ტენიანობისა და ჭაობიანობის გამო უმეტესად აშენებდნენ ერთ ან ორსართულიან ხის სახლებს, რომლებიც ხამინჯებზე იდგა და ყავრის ორფერდა ან ოთხფერდა სახურავი გქონდა. სამეგრელოსა და აფხაზეთში ფართოდ იყგავრცელებული მოწნული, ჩალით დახურული სახლების ტიპი - ფაცხა.
        XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან საქართველოში ახალი არქიტექტურული სტილი დამკვიდრდა: ორსართულიანი, რამდენიმეოთახიანი, ფანჯრებიანი და ხისიატაკიანი სახლები, რომლებშიც ღია კერიის ნაცვლად ბუხრები იყო ამოშენებული. აღმოსავლეთ საქართველოში სახლები ძირითადად ქვითა და აგურით შენდებოდა, დასავლეთ საქართველოში კი - ხით. გადასახურავად ძირითადად კრამიტი გამოიყენებოდა, გურია-სამეგრელოში კი ყავარი. სახლის მნიშვნელოვანი ელემენტი გახდა ხის აივანი.
XX საუკუნის მეორე ნახევრიდან ტრადიციულმა არქიტექტურამ ადგილი თანამედროვე ევროპულ სტილს დაუთმო. ამჟამად ძირითად საშენ მასალად გამოიყენება აგური, ცემენტის ბლოკები, რკინა-ბეტონი და თუნუქი. განსხვავებაც სხვადასხვა კუთხეში აშენებულ სახლებს შორის მინიმუმამდე დავიდა.